ფეხბურთი

15:01 | 28.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ლივერპულმა” გომესს ახალი კონტრაქტი გაუფორმა

“ლივერპულმა” ახალგაზრდა ცენტრალურ მცველ ჯო გომესს ახალი ხელშეკრულება გაუფორმა. აღნიშნულ ცნობას მერსისაიდული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

ახალი შეთანხმების მიხედვით, 19 წლის ფეხბურთელი “წითლების” ღირსებას 2020 წლის 30 ივნისამდე დაიცავს.

შეგახსენებთ, რომ წარმოშობით გამბიელი მოთამაშე “ლივერპულში” 2015 წელს “ჩარლტონიდან” გადავიდა. მან მალევე მძიმე ტრავმა მიიღო და მოედანს ცოტა ხნის წინ დაუბრუნდა. ჯომ მიმდინარე სეზონში ასოციაციის თასზე 2-ჯერ ითამაშა.

თეგებიჯო გომესი
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111509