სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

11:33 | 27.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

პატარა და თან დიდი "პარმა"
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

ამბობენ, რომის გარდა მარადიული არაფერიაო – რომიდან კი იტალიის ერთ ულამაზეს რეგიონამდე, რომელსაც ემილია-რომანიას სახელით ვიცნობთ, 318 კილომეტრია. მანქანით 3 საათზე ოდნავ მეტ დროში უკვე უკვე ემილია-რომანიას მშვენიერებებს გაეცნობით, თუ იტალიის დედაქალაქიდან გადაწყვეტთ იქ ჩასვლას. ცოტა უფრო დიდი მანძილია მარადიული ქალაქიდან, პატარა ქალაქ პარმამდე.

პარმას, რომელიც მანამდე პარმალატისა და პარმეზანის სახელით იყო ცნობილი, ფეხბურთის კუთხით ალბათ განსაკუთრებული ადგილი იტალიაში არასდროს ეჭირა, მიუხედავად იმისა, რომ იქ, ჯერ კიდევ 1913 წელს დაარსდა საფეხბურთო კლუბი, “საფეხბურთო ასიციაცია პარმა”. მარტივად რომ ვთქვათ, “პარმა” – მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის დასაწყისში ჩამოყალიბდა, განსაკუთრებული წარმატებებისთვის კლუბი ვერ იცლიდა, მაგრამ აი, 90-იანი წლების დასაწყისში და უფრო ზუსტად თუ ვიტყვით, 1990-1991 წლების სეზონში იტალიური ფეხბურთის ელიტაში ლამის 80 წლის იუბილეზე პირველად შეაბიჯა. იმის შემდგომ “პარმამ” სერია A-ში 18 სეზონი უცვლელად გაატარა და 2008 წლის მაისში, როდესაც კოხტა “ენიო ტარდინიზე” ზლატან იბრაჰიმოვიჩი, პატრიკ ვიეირა და სრულიად მილანის “ინტერი” სკუდეტოს მოგებას ზეიმობდა, “პარმა” ქვედა ლიგაში დაქვეითდა. თუმცა, საბედნიეროდ, ერთწლიანი პაუზის მერე ჩვეულ ადგილს დაუბრუნდა. თუმცა, მანამდე იყო ოქროს წლები. წლები, რომლებიც დავიწყებას არამარტო “პარმასთვის”, არამედ ფეხბურთის სამყაროსთვის, არასდროს მიეცემა.

სადებიუტო სეზონი მშვენიერი გამოუვიდა პარმეზანულ გუნდს ელიტაში. მე-6 ადგილს იმ დროს ბევრი იტალიური გუნდი შენატროდა. ნელ-ნელა გუნდი პროგრესს აგრძელებდა. ამასობაში პირველი ტიტულიც მოვიდა – 1991/1992 წლების სეზონში ნევიო სკალას გუნდმა იტალიის თასი მოიგო, ფინალში კი, თვით ტურინის “იუვენტუსს” აჯობა ორმატჩიან დუელში – 2:1.

შესაბამისად, გუნდმა უკვე ევროსარბიელსაც გაუგო გემო და თან როგორ?! პირველსავე სეზონში “პარმამ” თასების თასი აღმართა. ფინალში ბელგიური “ანტვერპენი” იქნა დამარცხებული (3:1). ამასაც არ დასჯერდნენ გამოუცდელი პარმელები და ევროპის სუპერთასიც ჩაიბარეს – “მილანის” წინააღმდეგ – 2:1. სხვათა შორის, პატარა იტალიური გუნდი იმავე ტურნირის ფინალში დამდეგ სეზონშიც გავიდა, მაგრამ ლონდონის “არსენალი” უფრო ძლიერი გამოდგა – 0:1.

და მაინც, ფაქტი იყო, რომ “პარმა” მიღწეულს არ დასჯერდებოდა და ასეც მოხდა: 1994-1995 წლების სეზონში იტალიის ჩემპიონსა და თასის მფლობელ “იუვენტუსს” ისტორიული ჰეთ-თრიქის შესრულება არ დააცადა. უეფას თასის ორმატჩიან დუელში დინო ბაჯოს გოლებით გამარჯვებული გამოვიდა. უეფას თასი “პარმამ” 1998-1999 წლებშიც მოიგო, როდესაც მოსკოვში მარსელის “ოლიმპიკისგან” არაფერი დატოვა. მეოცე საუკუნის მიწურულს “მერძევეთა” რიგებში ისეთი ბიჭები თამაშობდნენ, მაშინაც და ახლაც ნებისმიერი გუნდი რომ ინატრებდა და ინატრებს: ჯიჯი ბუფონი, ლილიან ტურამი, ენრიკო კიეზა, ხუან სებასტიან ვერონი, ერნან კრესპო, ნესტორ სენსინი, ფაბიო კანავარო და სხვანი...

თუმცა, მანამდე ისევ ოქროს პერიოდის პირველ წლებს დავუბუნდეთ – იმ გუნდის უდიდესი გამარჯვებები დიდწილად ერთი ადამიანის დამსახურება იყო და მას ნევიო სკალა ერქვა. არც მანამდე და არც მას შემდგომ, ნევიოს ასე წარმატებით არსად უმუშავია. იგი გუნდში 1989 წელს მივიდა და სწორედ მის სახელს უკავშირდება გუნდის სერია A-ში გადასვლა, შემდგომ კი პირველი ტიტულები როგორც იტალიის, ისე ევროპის მასშტაბით. სკალას “ენიო ტარდინის” დატოვება 1996 წელს მოუხდა და ალბათ დროულადაც. გამოცდილი მწვრთნელი გამოუცდელმა კარლო ანჩელოტიმ (სამწვრთნელო ასპარეზზე) შეცვალა, თუმცა ამ ნაბიჯმა სრულად გაამართლა. არსებობის ისტორიაში “პარმამ” იტალიის ჩემპიონატში საუკეთესო შედეგი სწორედ “კარლიტოს” ხელში უწია – 1996-1997 წლების სეზონი ემილიელებმა ვერცხლის მედლები დაისაკუთრეს და სატურნირო ცხრილში მხოლოდ “იუვენტუსს” ჩამორჩნენ. ეს კი, იმას ნიშნავდა, რომ უეფასა და თასების თასის მოგების შემდგომ, პატარა გუნდს უეფას ჩემპიონთა ლიგაში მიუწევდა ძალების მოსინჯვა. საკვალიფიკაციო ეტაპზე ანჩელოტის ბიჭებმა პოზნანის “ლეხი” გაანადგურეს და ჯგუფურ ეტაპზე გავიდნენ. იქ კი, “პარმამ” მეორე ადგილი დაიკავა – წინ მხოლოდ “დორტმუნდი” იყო, რომელიც მოქმედი ჩემპიონის რანგში თამაშობდა იმ წელს. იტალიელებს უკან კი, “სპარტა” და “გალათასარაი” მოექცნენ. ვინაიდან იმხანად ჩემპიონთა ლიგა განსხვავებული ფორმატით ტარდებოდა, “პარმას” მეორე ადგილი და 9 ქულა მეოთხედფინალში გასასვლელად არ ეყო.

ეს ერთადერთი შემთხვევაა ემილიელთა ისტორიაში, როდესაც ჩემპიონთა ლიგაზე იასპრეზეს. იმის შემდგომ იყო რამდენიმე მცდელობა, რომ ევროპის ბობოლებს შორის ყოფილიყო, მაგრამ ამაოდ – ყველაზე ახლოს, “პარმა” მიზანთან ორჯერ იყო: 1999-2000 წლების სეზონში, როდესაც საკვალიფიკაციო ეტაპზე გლაზგო “რეინჯერსთან” ვერაფერს გახდა (0:2, 1:0) და მეორედ ერთი წლის მერე, როდესაც ჩემპიონატში “ინტერთან” ერთად გაიყო სალიგო ადგილი, მაგრამ პლეი-ოფში მაგიური რობერტო ბაჯოს გამოისობით ლიგის მიღმა დარჩა.

სამაგიეროდ, იქამდე იყო კიდევ ერთი ევროპული ტიტული – უეფას თასი. ამჯერად უკვე კარლო ანჩელოტი “პარმადან” წასული გახლდათ, მაგრამ მისი მემკვიდრეობა დიდებულად გააგრძელა ალბერტო მალეზანიმ და “პარმამ” მეორედ აღმართა უეფას თასი, ჯერჯერობით ბოლოჯერ. იმის შემდგომ საუკეთესო შედეგი აღნიშნულ ტურნირზე ნახევარფინალი გახლდათ, რომელსაც ემილიელებმა სენსაციურად უწიეს – სენსაციურად იმიტომ, რომ 2004-2005 წლების სეზონში “პარმა” ღრმა ფინანსურ კრიზისში იყო და სერია A-დან ლამის გავარდა. აღარც ჯიჯი ბუფონი იცავდა კარს, აღარც ფაბიო კანავარო და ლილიან ტურამი საჯარიმოს და აღარც ერნან კრესპო აწიოკებდა მეტოქე მცველებს. მაგრამ, “პარმა” უკვე ალბერტო ჯილარდინოს ხელმძღვანელობით საუკეთესო ოთხეულში მოხვდა. იქ, მომავალ ჩემპიონ ცსკასთან უშანსოდ დამარცხდა.

2004 წელი კი, ის პერიოდია, როდესაც “პარმას” ჩავარდნის პირველი ნაწილი დაეწყო. გუნდის მეპატრონე კომპანია Parmalat-ი გაკოტდრა და “პარმაც” ღია ცის ქვეშ დარჩა. როგორღაც ტოსკანელებმა კრიზისი გადაიტანეს, მაგრამ მხოლოდ ადგილის შენარჩუნებისთვის უწევდათ ბრძოლა. ამას, “პარმამ” 2006-2007 წლების სეზონში სასწაულებრივ მიაღწია. პირველი წრის მერე ბევრს გუნდი გავარდნილი ეგონა, მაგრამ ზამთარში "ენიო ტარდინიზე" კლაუდიო რანიერი მოვიდა, მასთან ერთად ახალგაზრდა ჯუზეპე როსი და “პარმა” გადარჩა. საბოლოოდ, როგორც თავში აღვნიშვნეთ “პარმა” 2008 წელს მაინც გავარდა. თუმცა, გამოცდილმა ფრანჩესკო გვიდოლინიმ ისევ დააბრუნა ელიტაში. “პარმა” სერია A-ში ადგილს 2015 წლამდე ინარჩუნებდა. ეგ კი არა, ხანგრძლივი პაუზის მერე ევროპა ლიგის საგზური მოიპოვა 2013-2014 წლების სეზონში, მაგრამ სერიოზული ფინანსური კრიზისი ჰქონდა და უეფამ საგზური გააუქმა, მის ნაცვლად ევროპას მეორე სახელოვანი იტალიური გუნდი, “ტორინო” დაუბრუნდა.

დაგროვილ ვალებს კი, საბოლოოდ ლოგიკური დასასრული მოჰყვა – “პარმა” გავარდა. თან როგორ, არა სერია B-ში, არამედ სამოყვარულო ლიგაში. ძველი “პარმასგან” აღარაფერი დარჩა. ოფიციალურად ქაღალდზე, სახელმაც კი მიიღო ცვლილება და საფეხბურთო კლუბ “პარმადან”, უბრალოდ “პარმა ფეხბურთად” გადაიქცა, შეიცვალა ლოგოც, წავიდნენ ფეხბურთელებიც... თუმცა არა, დარჩა ერთი – ვეტერანი, კაპიტანი, “პარმას” ბოლო წლების სული და გული, ალესანდრო ლუკარელი.

“პარმა” საკუთარი ფერფლიდან წარმოისახა და პირველსავე ცდაზე პროფესიონალებში თამაშის უფლება მოიპოვა. ასეთი კი, აპენინზე ლეგა პრო გახლავთ, ჩვენში დღემდე სერია C-ს სახელით რომაა ცნობილი. მიმდინარე სეზონშიც აღნიშნულ ლიგაში მოწინავე პოზიციებზეა და თუ ყველაფერი გეგმიურად წარიმართა, “პარმას” სამ წელიწადში იტალიური ფეხბურთის ელიტაში, სერია A-ში ვიხილავთ. ვნახოთ, ყველაფერს მომავალი გვიჩვენებს – ისე, სიმბოლურია, რომ დღევანდელი “პარმას” პრეზიდენტი არც მეტი, არც ნაკლები, ნევიო სკალაა. კაცი, რომელმაც ერთი პატარა გუნდი ევროპას გააცნო.

მანამდე კი, სანამ “პარმა” ხელმეორედ დაბრუნდება, რამდენიმე ფეხბურთელს ჩამოგითვლით, რომელთაც ამ გუნდის რიგებში გაუბრწყინიათ. თუნდაც მათი გვარები მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად დიდი იყო პატარა “პარმა”: ჯანლუიჯი ბუფონი, ფაბიო კანავარო, ლილიან ტურამი, რობერტო ნესტორ სენსინი, ერნან კრესპო, ადრიან მუტუ, ალბერტო ჯილარდინო, მარკო დი ვაიო, ენრიკო კიეზა, მარიო სტანიჩი, მასიმო კრიპა, ჯანფრანკო ძოლა, ხუან სებასტიან ვერონი, მარსიო ამოროზო, არიელ ორტეგა, დინო ბაჯო, აბელ ბალბო, სტეფანო ფიორე, ფერნანდო კოუტუ, ტომას ბროლინი, ფაუსტინო ასპრილია, ადრიანო, ფილიპო ინძაგი, ჰიდეტოში ნაკატა...

90-იანი წლების "პარმას" სიდიადე კი, მარადიული არ გამოდგა. მარადიული ხომ მხოლოდ რომია.

თეგებიპარმა
სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
0.136137
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X