ფეხბურთი

17:46 | 22.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

რუნის ჩინური წინადადება: მილიონი კვირაში

უეინ რუნიც ჩინეთში? – ბრიტანული გამოცემა The Sun-ის ინფორმაციით, “მაჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელს ერთ-ერთი ჩინური კლუბი იწვევს და საოცარ პირობებს სთავაზობს.

კერძოდ, თუ რუნი აზიაში გადასვლას დასთანხმდება, მაშინ კვირაში ერთ მილიონ გირვანქა იქნება მისი გასამრჯელო. მთლიანობაში წელიწადში 60 მილიონი ევრო. ჯერჯერობით ინგლისელისა და “მანჩესტერის” პასუხი ამასთან დაკავშირებით უცნობია.

ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში უეინ რუნიმ “იუნაიტედის” ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა და ძირითადად შეხვლებზე უწევს თამაში. მიუხედავად ამისა, რუნიმ შესძლო და კლუბის ისტორიაში საუკეთესო გოლეადორი გახდა. “შრეკმა” გუშინ “წითელი ეშმაკების” მაისურით 250-ე გოლი გაიტანა და სერ ბობი ჩარლტონის რეკორდი დაამხო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113606