პორტუგალიის ნაკრების მცველი ჟოზე ფონტე კარიერას “ვესტ ჰემში” გააგრძელებს. ლონდონური გუნდის ვებგვერდის ინფორმაციით, 33 წლის ლუზიტანელმა კლუბთან 2.5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
“ჩაქუჩებს” გამოცდილი ცენტრალური მცველის შეძენა 8 მილიონი გირვანქა დაუჯდათ.
ჟოზე ფონტე ინგლისში 2007 წლიდან თამაშობს. ჯერ “კრისტალ პალასის”, შემდეგ კი “საუთჰემპტონის” ღირსებას იცავდა. პრემიერლიგაში მან 154-ჯერ ითამაშა, ხოლო თავისი ეროვნული გუნდის ღირსება 20 მატჩში დაუცავს. მათ შორის, 4-ჯერ ევრო 2016-ზე, სადაც ოქროს მედალი მოიგო.
რაც შეეხება მიმდინარე სეზონს – “წმინდანების” რიგებში პორტუგალიელმა პრემიერლიგაში 17, ხოლო 2 მატჩი ინგლისის ლიგის თასზე ჩაატარა.