ფეხბურთი

2:44 | 16.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

კახა კალაძე: "განსაკუთრებით ვემზადებოდი, მაგრამ სამწუხაროდ ვარჯიშზე ტრავმა მივიღე"

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა კახა კალაძემ “ზამთრის თასი” შეაჯამა და იმედი გამოთქვა, რომ მომავალში უფრო მეტი და ძლიერი გუნდები ჩამოვლენ თბილისში სათამაშოდ.

კალაძემ იმაზეც ისაუბრა, თუ რატომ არ ითამაშა აღნიშნულ ტურნირზე:

“სანამ მოსამზადებელი პერიოდი დაიწყება, ამ ტურნირის გამართვა მხოლოდ მისასალმებელია და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალშიც გაგრძელდება. იმედია, უფრო მეტი წამყვანი ქვეყნის ნაკრებები ჩამოვლენ სათამაშოდ. მიხარია, რომ ჩვენმა საფეხბურთო ნაკრებმა გამარჯვება მოიპოვა.

რაც შეეხება ჩემს თამაშს, მართალია, მე უნდა მეთამაშა და განსაკუთრებით ვემზადებოდი ამ ტურნირისთვის, მაგრამ სამწუხაროდ, გუშინ ვარჯიშზე ტრავმა მივიღე”, - განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა ფინალურ დაპირისპირებაში უკრაინის ნაკრებს 7:4 მოუგო და “ზამთრის თასის” გამარჯვებული გახდა.

0.114592