ფეხბურთი

10:30 | 13.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

"იუვეს" მეორე ახალწვეული

იტალიის ჩემპიონმა ტურინის “იუვენტუსმა” მიმდინარე სატრანსფერო ბაზარზე მეორე ფეხბურთელი შეიძინა. ტომას რინკონის შემდეგ “ბებერმა ქალბატონმა” ბერგამოს “ატალანტას” 22 წლის იმედისმომცემი მცველი მატია კალდარა გაიფორმა. აღნიშნული ტრანსფერი დაახლოებით ერთი თვის წინ იყო გადაწყვეტილი, მაგრამ კონტრაქტი ოფიციალურად ამჟამად გაფორმდა.

კალდარამ “იუვენტუსთან” კონტრაქტი 2021 წლის 30 ივნისამდე გააფორმა, მაგრამ ნიშანდობლივია, რომ იგი 2018 წლის ზაფხულამდე “ატალანტაში” დარჩება იჯარის წესით – მიზეზი უფრო მეტი სათამაშო პრაქტიკის მიღებაა, რადგან “იუვეში” მის პოზიციაზე ახლა დიდი კონკურენციაა. ახალგაზრდა ცენტრალური მცველი ტურინულმა გრანდმა 15 მილიონ ევროდ გაიფორმა.

მატია კალდარა “ატალნატას” ძირითად შემადგენლობაში პირველ სეზონს ატარებს და სერია A-ში ჩატარებულ 13 თამაშში 3 გოლის გატანა შესძლო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.10925