ფეხბურთი

22:00 | 4.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: კაკაბაძე “ესბიერგში” ითამაშებს

საქართველოს ეროვნული ნაკრების მარჯვენა მცველი ოთარ კაკაბაძე კარიერას დანიურ “ესბიერგში” განაგრძობს. აღნიშნული ინფორმაცია “ხიმნასტიკის” ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

21 წლის ქართველი დანიურ კლუბში სეზონის ბოლომდე იჯარით ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ კაკაბაძე “ხიმნასტიკში” ზაფხულში თბილისის “დინამოდან” გადავიდა. მან სეგუნდა დივიზიონის ექვს (315 წუთი), ხოლო ესპანეთის თასის 3 მატჩში მიიღო მონაწილეობა. ოთარმა ტარაგონული კლუბის მაისურით 2 ყვითელი და 1 წითელი ბარათი მიიღო.

“ესბიერგი” დანიის სუპერლიგაში გამოდის და 21 ტურის შემდეგ 14 გუნდიან ჩემპიონატში 19 ქულით მე-12 ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.105255