ფეხბურთი

21:30 | 4.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: არველაძე “მაკაბის” მწვრთნელი აღარაა

შოთა არველაძე “მაკაბის” მწვრთნელი აღარაა. აღნიშნული ინფორმაცია თელ-ავივური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

43 წლის სპეციალისტმა და ებრაელებმა კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტეს.

“დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ შოთა არველაძეს გაწეული სამსახურისთვის. ჩვენ მისი ხელმძღვანელობით ევროპა ლიგაზე ვითამაშეთ. სამომავლოდ შოთას ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებთ” – ციტირებს “მაკაბის” სპორტული დირექტორის ხორდი კრუიფის სიტყვებს კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.

“მინდა მადლობა გადავუხადო ყველას აქ გატარებული დროისთვის: პერსონალს, მოთამაშეებს, გულშემატკივრებს. ეს კლუბი და ხალხი ყოველთვის ჩემს გულში დარჩება” – ეს უკვე შოთას სიტყვებია.

შეგახსენებთ, რომ არველაძე “მაკაბის” ივნისიდან წვრთნიდა. მან კლუბი ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანა და 1/16 ფინალში გასვლამდე ცოტა დააკლდა.

ისრაელის ჩემპიონატში კლუბს 28 ქულა აქვს, “ფეთაჰ ტიკვასთან” ერთად მეორე-მესამე ადგილებს იყოფს და ლიდერ “ბირ შევას” 8 ქულით ჩამორჩება. “მაკაბი” გასულ ტურში გასვლაზე “ბეითართან” დამარცხდა (0:1), რასაც არველაძის წასვლა მოჰყვა.

0.11225