ფეხბურთი

11:26 | 18.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

ალეგრი: "რეკორდი არ მაინტერესებს"

ტურინის "იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ "რომასთან" მოგებული (1:0) იტალიის ჩემპიონატის მე-17 ტურის მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ მას კლუბის რეკორდი არ აინტერესებს და მიზანი მხოლოდ პირველი ადგილია.

"ბიანკონერმა" ჩემპიონატში ზედიზედ 25 საშინაო მატჩი მოიგო და ამ მაჩვენებლით კლუბის ყველა დროის რეკორდი დაამყარა.

"მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ, რადგან "რომასთან" მატჩი ძალიან დაძაბული აღმოჩნდა. კლუბის რეკორდები არ მაინტერესებს, რადგან ეს ფაქტი უმნიშვნელობა. მე მხოლოდ სეზონის პირველ ადგილზე დასრულება მაინტერესებს. ახლა მხოლოდ ამ გამარჯვებით უნდა დავტკბეთ და სუპერთასის მატჩზე გადავერთოთ. "მილანთან" მიმდინარე სეზონში უკვე წავაგეთ და მეორედ მარცხის უფლება არ გვაქვს." - განაცხადა ალეგრიმ.

"იუვენტუსმა" ამ გამარჯვებით 42 ქულა დააგროვა და მეორედაგილოსან "რომას" ახლა 7 ქულით უსწრებს, ხოლო მესამე პოზიციაზე მყოფ "მილანს" - 9 ქულით. იტალიის სუპერთასი 23 დეკემბერს დოჰაში გაიმართება.

0.112703