ფეხბურთი

15:43 | 15.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჯანფრანკო ძოლა ინგლისში დაბრუნდა

ინგლისის ჩემპიონშიპში მოთამაშე “ბირმინგემ სიტის” ჯანფრანკო ძოლა გაწვრთნის. ინგლისური გუნდის ვებგვერდის ინფორმაციით, 50 წლის ძოლამ მთავარი მწვრთნელის პოსტზე გარი როუეტი შეცვალა.

ძოლამ ბირმინგემში თავისი სამწვრთნელო შტაბიც მიიყვანა: პიერლუიჯი კაზირაგი, გაბრიელე ჩიოფი, სებასტიანო პორცუ და კევინ ჰიტჩოკოკი.

ჯანფრანკო ძოლას ჩემპიონშიპში უმუშავია, როდესაც 2012/2013 წლებში “უოტოფრდს” თავკაცობდა. ამ გუნდის გარდა მას “ვესტ ჰემი”, “კალიარი” და “ალ არაბი” გაუწვრთნია.

0.113602