ფეხბურთი

17:05 | 14.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

“იუვენტუსმა” დანიელე რუგანი არავის დაუთმო

იტალიის ჩემპიონმა ტურინის “იუვენტუსმა” იმედისმომცემ მცველ დანიელე რუგანის ახალი კონტრაქტი გაუფორმა. როგორც “ბებერი ქალბატონის” ვებგვერდი იტყობინება, 22 წლის ფეხბურთელი ტურინში 2021 წლის 30 ივნისამდე დარჩება.

რუგანი იტალიაში ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ მცველად მიიჩნევა და მას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.

დანიელემ მიმდინარე სეზონში 7 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა. მთლიანობაში კი, “იუვეს” ღირსება 2015 წლიდან დღემდე 29-ჯერ დაუცავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118651