დიდი ბრიტანეთის ყველა დროის საუკეთესო სპორტსმენად მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი ენდი მარეი დაასახელეს. აღნიშნული გამოკითხვა გაზეთმა “ტელეგრაფმა” ჩაატარა. გამოკითხვაში მონაწილეობა რვაათასმა ადამიანმა და ცამეტმა სპორტულმა ექსპერტმა მიიღო.
მარეის კარიერაში ორჯერ უიმბლდონი (2013, 2016) ერთხელ ამერიკის ღია პირველობა (2012) და ორჯერ ოლიმპიადა მოუგია.