კალათბურთი

10:44 | 5.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

უესტბრუკი ჯორდანის, ჩემბერლენის და რობერტსონის გვერდით

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ოთხი შეხვედრა გაიმართა.

“ოკლაჰომამ” შინ “ნიუ ორლეანი” 101:92 დაამარცხა. “თანდერის” ლიდერმა რასელ უესტბრუკმა (28 ქულა, 17 მოხსნა და 12 პასი) ზედიზედ მეხუთე (კარიერაში 47-ე) სამმაგი დუბლი შეასრულა და იმ კალათბურთელთა რიცხვს შეუერთდა, ვისაც ზედიზედ ხუთ მატჩში სამმაგი დუბლი შეუსრულებია. ასეთები არიან: მაიკლ ჯორდანი, უილტ ჩემბერლენი და ოსკარ რობერტსონი. ამ მაჩვენებლით რეკორდი უილტ ჩემბერლენს ეკუთვნის, რომელსაც ზედიზედ 9 სამმაგი დუბლი აქვს გაკეთებული. “ნიუ ორლეანში” 37 ქულით და 15 მოხსნით ენტონი დევისი გამოირჩა. ESPN-ის ცნობით, მატჩის დასრულების შემდეგ დევისმა სამედიცინო შემოწმება გაიარა და მარჯვენა ფეხზე ტრავმა დაუდგინა, რამდენად სერიოზულია დაზიანება ჯერჯერობით უცნობია.

“კლიპერსი” შინ “ინდიანასთან” 102:111 დამარცხდა. მატჩში გადამწყვეტი მესამე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც ინდიანაპოლისელებმა 35:17 მოიგეს. “ინდიანამ” მეტოქეს გუნდური კალათბურთის ხარჯზე მოუგო, შვიდ კალათბურთელს 12 და მეტი ქულა ჰქონდა ჩაგდებული, მათ შორის იანგი 17 ქულით გამოირჩა. “კლიპერსი” 16 მოგებით და 6 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილს იკავებს.

“დეტროიტი” – “ორლანდო” 92:98 (27:23, 23:35, 23:20, 19:20)

https://www.youtube.com/watch?v=WI0F8b9WOlc

“ოკლაჰომა” – “ნიუ ორლეანი” 101:92 (29:26, 20:15, 29:25, 23:26)

https://www.youtube.com/watch?v=zeYTbBXc4Fg

“ნიუ იორკი” – “საკრამენტო” 106:98 (26:21, 29:20, 26:36, 25:21)

https://www.youtube.com/watch?v=d2FmQjfN-HA

“კლიპერსი” – “ინდიანა” 102:111 (28:17, 24:31, 17:35, 33:28)

https://www.youtube.com/watch?v=p_sz0TxmRao

თეგებინბა
0.11556