გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ექვსი შეხვედრა გაიმართა.“კლივლენ კავალიერსმა” ზედიზედ მეორე შეხვედრა წააგო. “კავალერია” შინ “კლიპერსთან” 94:113 დამარცხდა. მატჩში გადამწყვეტი მეორე და მესამე პერიოდები აღმოჩნდა, რომელებიც 12-12 ქულიანი სხვაობით “კლიპერსმა” მოიგო. ლოს ანჯელესელებმა გუნდური კალათბურთი ითამაშეს, აბსოლუტურად ყველა კალათბურთელმა გუნდს მინიმუმ სამი ქულა მოუპოვა, ხოლო ხუთმა კალათბურთელმა 12 და მეტი ქულა დააგროვა, მათ შორის 23 ქულით ჯეი ჯეი რეიდიკი გამოირჩა. “კავალიერსში” 28 ქულით კაირი ირვინგი საუკეთესო გახლდათ, ლებრონ ჯეიმსმა გუნდს 16 ქულა შესძინა.
“მემფისმა” შინ “ორლანდო” 95:94 დაამარცხა. მატჩის დასრულებამდე 12 წამით ადრე გასოლმა ორი საჯარიმო სროლა ჩააგდო და თავისი გუნდი ერთი ქულით წინ გაიყვანა. ბოლო 12 წამში “ორლანდომ” შეტევა ვერ დაალაგა და ბოლო წამზე სროლის მაგივრად ბურთი დაკარგეს. მატჩში ყველაზე მეტი 28 ქულა ფურნიეს ანგარიშზეა, “მემფისში” 25 ქულით გასოლი გამოირჩა.
“შარლოტ ჰორნეტსი” – “დალას მავერიკსი” 97:87 (23:14, 21:27, 24:19, 29:27)
“ბრუკლინი” – “მილოუკი” 93:111 (26:27, 25:25, 27:38, 15:21)
https://www.youtube.com/watch?v=5Zy7shEYnQg
“კლივლენდი” – “კლიპერსი” 94:113 (28:24, 22:34, 15:27, 29:28)
https://www.youtube.com/watch?v=48_Vm8HPRn0
“მემფის გრიზლი” – “ორლანდო” 95:94 (30:28, 20:21, 15:19, 30:26)
https://www.youtube.com/watch?v=Ttkm28CHDvU
“იუტა ჯაზი” – “მაიამი” 110:111 (27:26, 21:26, 29:31, 33:28)
https://www.youtube.com/watch?v=rwjWbtkLv7Q
“გოლდენ სტეიტი” – “ჰიუსტონი” 127:132 (30:32, 29:32, 23:22, 31:27 ო.ტ. 14:19)