ფეხბურთი

13:28 | 24.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

ფიფას რეიტინგი: საქართველო სამი საფეხურით დაწინაურდა, ბრაზილია სათავისკენ მიიწევს

მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ (FIFA) ეროვნულ ნაკრებთა განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა. წინა თვესთან შედარებით, სამი პოზიციით გაიუმჯობესა მდგომარეობა საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა და ამჟამად 119-ე ადგილზე იმყოფება. “ჯვაროსნებთან” თბილისში ფრედ დასრულებული მატჩის (1:1) შემდეგ 11 ადგილით წინ წაიწია მოლდოვამ და ახლა 162-ეა, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში ქართველთა სხვა მეტოქეებიდან მნიშვნელოვანი წინსვლა აქვს ირლანდიის ნაკრებს, რომელმაც 33-ედან 23-ე ადგილზე აინაცვლა, ხოლო უელსმა, ავსტრიამ და სერბეთმა თითო პოზიცია დათმეს.

24 ნოემბრის მონაცემებით, რეიტინგში პირველობას არგენტინის ეროვნული ნაკრები ინარჩუნებს, მეორე ადგილზე კი ბრაზილიელებმა აინაცვლეს და გერმანელებს გაუცვალეს ადგილი. პირველ ათეულში ცვლილებები შეეხოთ ჩილეს, ბელგიისა და კოლუმბიის ნაკრებებსაც - ჩილელებმა ორი საფეხურით წინ წაიწიეს და მეოთხე ადგილზე იმყოფებიან, ხოლო ბელგიელები და კოლუმბიელები თითო პოზიციის დათმობის შემდეგ, შესაბამისად, მე-5 და მე-6 ადგილებს იკავებენ.

1. არგენტინა - 1634

2 (+1). ბრაზილია - 1544

3 (-1). გერმანია - 1433

4 (+2). ჩილე - 1404

5 (-1). ბელგია - 1368

6 (-1). კოლუმბია - 1345

7. საფრანგეთი - 1305

8. პორტუგალია - 1229

9. ურუგვაი - 1187

10. ესპანეთი - 1166

...

12 (-1). უელსი - 1121

23 (+10). ირლანდია - 858

31 (-1). ავსტრია - 773

44 (-1). სერბეთი - 647

119 (+3). საქართველო - 281

162 (+11). მოლდოვა - 138

რეიტინგი სრულად

0.10105