სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

17:04 | 15.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსელონამ” დარიო სრნა ისურვა

კატალონიის “ბარსელონა” მარჯვენა მცველს აქტიურად რომ ეძებს, ძველი ამბავია. როგორც ესპანური გამოცემა თV3 იტყობინება, “ბლაუგრანას” ხელმძღვანელებმა არჩევანი დონეცკის “შახტარის” კაპიტან დარიო სრნაზე შეაჩერეს. თურმე, “ბარსას” ვეტერანი განაპირა მცველის დამატება იანვარშივე სურს.

თუმცა, რამდენად მორიგდებიან მხარეები ფეხბურთელის ტრანსფერზე რთული სათქმელია, რადგან სრნა დონბასური გუნდის ლეგენდად მიიჩნევა და 34 წლის ასაკშიც გუნდის შეცვლას რამდენად დასთანხმდება, რთული სათქმელია.

აღსანიშნავია, რომ აქამდე სტეფან ლიხშტაინერის ტრანსფერი განიხილებოდა, რომელიც “იუვენტუსში” მიმდინარე სეზონში სათამაშო პრაქტიკას დანატრებულია. “ბარსელონას” კი მარჯვენა მცველის პრობლემა მას შემდგომ დაუდგა, რაც “იუვენტუსში” დანი ალვეში გაასხვისა, ხოლო მისმა შემცვლელმა ალეიშ ვიდალმა მოლოდინი ვერ გაამართლა.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.113251