არგენტინის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა პაულო დიბალამ პარაგვაისთან წაგებული (0:1) მატჩის მერე განაცხადა, რომ ხალხი მათგან სხვა რამეს ითხოვს და ელოდება. როგორც ტურინის “იუვენტუსის” შემტევმა თქვა, არგენტინა არაა “ბარსელონა”, როგორც ეს ბევრს ჰგონია.
“ძალიან ცუდად ვითამაშეთ – ხალხი ჩვენგან ელოდება ისეთ ფეხბურთს, როგორსაც “ბარსელონა” თამაშობს, მაგრამ არგენტინის ნაკრები “ბარსელონა” არაა. ახლა ძალიან დელიკატური მომენტია, წინ უნდა გავიხედოთ და ფეხზე წამოვდგეთ. ისეთი ნაკრები, როგორიც ჩვენია, მუნდიალზე უნდა თამაშობდეს – ვერ ვფიქრობ, რომ რუსეთის საგზურის გარეშე დავრჩებით”, - თქვა დიბალამ.
არგენტინის ნაკრებს მართლაც საგანგაშოდ აქვს საქმე. “ალბისელესტე” ამ დროისთვის მეხუთე ადგილზეა და წინ რთული კალენდარი აქვს.