საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობა უქულოდ დაასრულა და მე-8 ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა.
გურამ ასპინძელაშვილის შეგირდებმა, ბულგარეთთან (0:1) და ფინეთთან (0:2) მარცხის შემდეგ, დღეს გამართულ ბოლო ტურში შვედეთის ნაკრებთან 0:4 წააგეს და ტურნირი ისე დაასრულეს, ერთი გოლიც კი ვერ გაიტანეს.
ამ ჯგუფიდან ელიტ რაუნდში ასპარეზობის უფლება, შვედეთთან ერთად, ტურნირის მასპინძელმა ფინელებმა მოიპოვეს, რომლებმაც დღეს ბულგარეთს 1:0 მოუგეს და მეორე ადგილი დაიკავეს.
შვედეთი - საქართველო 4:0
საქართველო: მამარდაშვილი, ხვედელიძე, ჯავახიშვილი, დავითაშვილი (დარციმელია 41), ბაბუნაძე, გაბუნია (გულიაშვილი 62), გრძელიძე, გელაშვილი, კვარაცხელია, მექვაბიშვილი, ლორთქიფანიძე (ოქროპირიძე 41)
მწვრთნელი: გურამ ასპინძელაშვილი
გოლები: კულუშევსკი (10), ვაგიჩი (39), საებო (48), კრონა (75)
გაფრთხილება: ფინდელი (13), ვაისბროდი (34), თანუსი (35), კულუშევსკი (38), ვაისბროდი (80) - გაბუნია (25), ლორთქიფანიძე (40), ბაბუნაძე (52), კვარაცხელია (79)
გაძევება: ვაისბროდი (80)
მსაჯი: მარიო ზებეჩი (ხორვატია)
ბულგარეთი - ფინეთი 0:1
1. | შვედეთი | 3 | 3 | 0 | 0 | 12:1 | 9 | ||
2. | ფინეთი | 3 | 2 | 0 | 1 | 3:5 | 6 | ||
3. | ბულგარეთი | 3 | 1 | 0 | 2 | 2:4 | 3 | ||
4. | საქართველო | 3 | 0 | 0 | 3 | 0:7 | 0 |