ვაკო ყაზაიშვილის ვარშავის “ლეგიას” მთავარი მწვრთნელი შეეცვალა. როგორც პოლონეთის ჩემპიონის ვებგვერდი იტყობინება, წარუმატებელი შედეგების გამო გუნდიდან ბესნიკ ჰასი დათხოვილია, ხოლო მის ადგილზე დროებით ჰასის ასისტენტი ალექსანდრ ვუკოვიჩი იმუშავებს.
“ლეგია” პოლონეთის მოქმედი ჩემპიონია და ჰასიმ გუნდი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზეც გაიყვანა, თუმცა მიმდინარე სეზონში ექსტრაკლასაში ძალიან ცუდად თამაშობს: 9 ტურის მერე 9 ქულა აქვს და 16 გუნდიან ჩემპიონატში მე-14 ადგილზეა. ჰასისთვის საბედისწერო ლუბინის “ზაგლებიესთან” გუშინ წაგებული მატჩი გამოდგა.
აღსანიშნავია, რომ “ლეგიას” აწ უკვე ყოფილი მწვრთნელი ყაზაიშვილს მაინცდამაინც არ სწყალობდა და ზემოხსენებულ “ზაგლებიესთან” სამატჩო განაცხადშიც არ ჰყავდა შეყვანილი.