სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

16:27 | 17.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

 “ატლეტიკოს” სარეკორდო ბიუჯეტი დაუმტკიცეს

მადრიდის “ატლეტიკოს” ადმინისტრაციულმა საბჭომ სეზონისთვის კლუბის ბიუჯეტი დაამტკიცა. როგორც ესპანური გამოცემები იტყობინებიან, ახალი ბიუჯეტი 280 მილიონ ევროს შეადგენს, რაც “ატლეტიკოს” ისტორიაში სარეკორდო მაჩვენებელია.

კლუბის გენერალური დირექტორის მიგელ ანხელ ხილის განცხადებით, “ატლეტიკო” ბოლო ოთხ წელს მოგებით ასრულებს და ბიუჯეტის ზრდაც ამის შედეგია. მისივე თქმით, ეს ბიუჯეტი მადრიდელებს მსოფლიოს ტოპ-კლუბთა სიაში დარჩენის საშუალებას მისცემს.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.111822