ფეხბურთი

14:20 | 15.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

ფიფას რეიტინგი: 137-ე და ევროპაში ბოლოდან მეათე

საქართველოს ეროვნული ნაკრები ფიფა/კოკა კოლას რეიტინგში 137-ე ადგილზეა. წინა თვეში გუნდი 118-ე იყო და 19 საფეხურით დაქვეითდა. საქართველო ევროპაში ბოლოდან მეათეა და უსწრებს ამ ცხრა ქვეყანას: ლუქსემბურგს, მაკედონიას, მოლდოვას, კოსოვოს, მალტას, ლიხტენშტაინს, სან მარინოს, ანდორასა და გიბრალტარს.

პირველ ადგილზე არგენტინაა და თანაც, საკმაო უპირატესობით. საერთოდაც, ათეულში 5 ნაკრები სამხრეთამერიკულია. საინტერესოა, რომ ათეულს მიღმა, მე-11 პოზიციაზეა ესპანეთი, რომელიც 5 წლის განმავლობაში ლიდერობდა.

რაც შეეხებათ სომხეთსა და აზერბაიჯანს, პირველი 112-ე ადგილზეა, მეორე კი - 133-ე.
აქვე რეიტინგის პირველი ათეული და მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში საქართველოს ნაკრების მეტოქეთა მდგომარეობა 15სექტემბრის მონაცემებით:

1. არგენტინა - 1646;
2. ბელგია - 1369;
3. გერმანია - 1347;
4. კოლუმბია - 1323;
5. ბრაზილია - 1323;
6. ჩილე - 1284;
7. პორტუგალია - 1228;
8. საფრანგეთი - 1188;
9. ურუგვაი - 1173;
10. უელსი - 1161;
...
26. ავსტრია - 839;
31. ირლანდია - 774;
50. სერბეთი - 602;
137. საქართველო - 240;
161. მოლდოვა - 154;

რეიტინგი სრულად

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115555