ფეხბურთი

15:25 | 13.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

რევიშვილი და თბილისის "დინამო" ვერ შეთანხმდნენ

საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე ნუკრი რევიშვილი უკლუბოდაა. როგორც შევიტყვეთ, ნუკრის თბილისის "დინამოდან" ჰქონდა შემოთავაზება, მაგრამ პირობებზე ვერ შეთანხმდნენ.

რევიშვილი ბოლოს რუსეთის პრემიერლიგის კლუბში, სარანსკის "მორდოვიაში" თამაშობდა. ეს გუნდი გავარდა და რევიშვილმაც წასვლა არჩია. უკლუბოდ ყოფნა რომ გაუგრძელდა, ეს იმის ბრალიცაა, რომ ტრავმა ჰქონდა. შეგახსენებთ, ესპანეთი-საქართველოს ამხანაგურ მატჩში (0:1) მძიმედ დაშავდა და ოპერაცია დასჭირდა.

რევიშვილმა გვითხრა, რომ ამ ეტაპზე არცერთ გუნდთან არ აწარმოებს მოლაპარაკებას.

0.111181