ჩოგბურთი

10:48 | 5.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

ნადალი US Open-ს გამოეთიშა

დიდი სლემის 14-გზის ჩემპიონი ესპანელი რაფაელ ნადალი ამერიკის ღია პირველობის 1/8-ფინალში 22 წლის ფრანგ ლუკას პუიესთან 1:6, 6:2, 4:6, 6:3, 6:7 დამარცხდა. შეხვედრა 4 საათსა და 11 წუთს გაგრძელდა.

გადამწყვეტ მეხუთე სეტში რაფა ბრეიკით დაწინაურდა და თითქოს მატჩის ბედიც გადაწყვეტილი იყო, თუმცა ფრანგმა უკუბრეიკის გაკეთება მოახერხა და მატჩის გადამწყვეტი სეტი ტაი-ბრეიკამდე მივიდა, სადაც პუიე 6:3-ს იგებდა და სამმაგი მატჩი-პოინტი ჰქონდა, თუმცა რაფამ მოახერხა და ზედიზედ სამი ქულა მოიგო და 6:6 გახადა. მოიხედავად ამისა, პუიემ მოახერხა შემდეგი ორი ქულის მოგება და გადამწყვეტი ტაი-ბრეიკი 8:6 მოიგო.

ფრანგს 11 ეისი ჰქონდა, ხოლო რაფას მხოლოდ ერთი. ლუკასმა 14 შესაძლებლობიდან 5 ბრეიკი შეასრულა, რაფამ 11 ბრეიკ-პოინტიდან 5 ბრეიკი შეასრულა.

ლუკას პუიე მეოთხედფინალში თავის თანამემამულეს გაელ მონფილსს შეხვდება.

0.150065