ფეხბურთი

20:31 | 26.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ევროპის ჩემპიონთა 24 კაციანი სია რონალდუს გარეშე

ევროპის მოქმედი ჩემპიონი პორტუგალიის ეროვნული ნაკრები მოახლოებულ სანაკრებო ფანჯარას კრიშტიანუ რონალდუს გარეშე ხვდება – ფერნანდუ სანტუშის 24 კაციან სიაში ლუზიტანელთა კაპიტანი ტრავმის გამო ვერ მოხვდა.

აღსანიშნავია, რომ სანტუშის რჩეულთა სიაში არიან ახალი სახეებიც. ჟოაო კანსელო, ანდრე სილვა, ბერნარდო სილვა – მათ საფრანგეთში გამართულ ევროფორუმზე არ უთამაშიათ.

პორტუგალიელთა მთლიანი შემადგენლობა კი ასეთია:

მეკარეები: რუი პატრისიუ (სპორტინგი), ანტონი ლოპესი (ლიონი, საფრანგეთი), ედუარდო (ჩელსი, ინგლისი)

მცველები: ჟოაო კანსელო (ვალენსია, ესპანეთი), სედრიკ სოარეში (საუთჰემპტონი, ინგლისი), პეპე (რეალი, ესპანეთი), ბრუნო ალვეში (კალიარი, იტალია), ჟოზე ფონტე (საუთჰემპტონი, ინგლისი), ლუიშ ნეტო (ზენიტი, რუსეთი), რაფაელ გერეირო (დორტმუნდი, გერმანია), ელიზეუ (ბენფიკა)

ნახევარმცველები: უილიამ კარვალიო (სპორტინგი), დანილო პერეირა (პორტუ), ჟოაო მოუტინიო (მონაკო, საფრანგეთი), ადრიენ სილვა (სპორტინგი), ანდრე გომეში (ბარსელონა, ესპანეთი), ჟოაო მარიო (სპორტინგი), რენატუ სანჩესი (ბაიერნი, გერმანია)

თავდამსხმელები: რაფა სილვა (ბრაგა), ბერნარდო სილვა (მონაკო, საფრანგეთი), ნანი (ვალენსია, ესპანეთი), რიკარდო კვარეჟმა (ბეშიქთაში, თურქეთი), ედერი (ლილი, საფრანგეთი), ანდრე სილვა (პორტუ)

პორტუგალიის ნაკრები 1-ელ სექტემბერს პორტუში, ამხანაგურად გიბრალტარის ნაკრებს გაეჯიბრება, ხოლო ხუთი დღის შემდგომ მსოფლიოს 2018 წლის შესარჩევ ციკლს ბაზელში შვეიცარიასთან მატჩით დაიწყებს.

0.12168