18 წლის ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე წინ მიიწევს 10-ათასიან ტურნირზე, რომელსაც ეგვიპტის კურორტი შარმ ელ შეიხი მასპინძლობს.
მე-6 ნომრად განთესილმა ბოლქვაძემ მერვედფინალში “უაილდ ქარდის” მქონე იაპონელი რისა ჰასეგავა 6:4, 6:1 დაამარცხა და მეოთხედფინალში მე-4 რეიტინგის მქონე ჩერნოგორიელ ანა ვესელინოვიჩს გაეჯიბრება.
წყვილთა ტურნირში ბოლქვაძემ და რუმინელმა მიჰაილამ მე-4 განთესვით მოასპარეზე ინდოელებს – რედის და სუნკარას 6:2, 6:4 სძლიეს და ნახევარფინალში გააღწიეს.
ფინალის საგზურისთვის ბოლქვაძე და მიჰაილა პირველი რეიტინგის მქონე ბერძნულ-ეგვიპტურ დუეტს (პაპამაჩილი-სამირი) გაეჯიბრებიან.