ფეხბურთი

10:41 | 12.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ვილიარეალი” ესკრიბამ ჩაიბარა

51 წლის ესპანელი სპეციალისტი ფრან ესკრიბა “ვილიარეალის” მთავარი მწვრთნელი გახდა. როგორც კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება, კლუბის ხელმძღვანელობამ ახალ მწვრთნელთან კონტრაქტი 2019 წლამდე გააფორმა. ხელშეკრულების სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

ესკრიბა აქამდე “ელჩეს” და “ხეტაფეს” მთავარი მწვრთნელი გახლდათ. უფრო ადრე მწვრთნელის ასისტენტად საქმიანობდა “ვალენსიაში”, “ხეტაფეში”, “ბენფიკაში” და მადრიდის “ატლეტიკოში”. “ვილიარეალის” სათავეში მან მარსელიონიო გარსია ტორალი შეცვალა, რომელიც თანამდებობიდან ორი დღის წინ გაათავისუფლეს.

0.112528