ფეხბურთი

21:01 | 30.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

"სევილიამ" ბენ იედერი გაიფორმა

"ტულუზას" აწ უკვე ყოფილი თავდამსხმელი ვისამ ბენ იედერი კარიერას "სევილიაში" გააგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცია ესპანური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

აფრიკული ფესვების მქონე მოთამაშემ ანდალუსიელებთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, ხოლო "სევილიამ" შემტევის სანაცვლოდ 9 მილიონი ევრო გადაიხადა.

ბენ იედერი "ტულუზაში" 2010 წლიდან თამაშობდა. 6 სეზონში თავდამსხმელმა 174 მატჩი ჩაატარა და გულშემატკივრები 71-ჯერ გაახარა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11225