ჩოგბურთი

15:11 | 27.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბოლქვაძემ წყვილებში გამარჯვებით დაიწყო

ქართველმა ჩოგბურთელმა მარიამ ბოლქვაძემ ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში მიმდინარე 25-ათასიანი ტურნირის ერთეულთა თანრიგში მარცხი განიცადა, წყვილებში კი წარმატებული სტარტი აიღო.

ბოლქვაძემ და ბელარუსმა სადამფონჯ ტოლიბოვამ რუსები ალინა სილიჩი და ალიონა ტარასოვა დაჯაბნეს (6:3, 6:1), მეოთხედფინალში კი მე-2 ნომრად განთესილ კიდევ ერთ რუსულ დუეტს (პოლინა მონოვა-იანა სიზიკოვა) გაეჯიბრებიან.

0.116956