სხვა

15:53 | 25.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

გიგა ჭიკაძემ მსოფლიო ჩემპიონთან ბრძოლა ნოკაუტით მოიგო

ქართველმა კიკბოქსიორმა გიგა ჭიკაძემ მორიგი ბრძოლა ამერიკელ მსოფლიოს ჩემპიონ ქრის მაუჩერისთან გამართა და დამაჯერებლად გაიმარჯვა.

შეხვედრამ, რომელიც აშშ-ში, კიკბოქსინგის უმაღლესი ლიგა Glory World Series-ის ფარგლებში ჩატარდა და მხოლოდ 2 წუთსა 20 წამს გასტანა – ჭიკაძემ ამერიკელი მეტოქე ნოკაუტით დაამარცხა.

ცნობისთვის, ჭიკაძე კარიერას უკვე ერთი წელია ლოს ანჯელესში აგრძელებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115937