სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

11:10 | 23.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

მჭედლიძე: "მოვიდა დრო, ჩემი შესაძლებლობები დავამტკიცო"
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და იტალიური “ემპოლის” თავდამსხმელი ლევან მჭედლიძე სულ რაღაც 17 წლის გახლდათ, როცა იტალიის სერია A-ში არათუ დებიუტი, არამედ გოლის გატანაც მოასწრო და თანაც ვის კარში?! – ჯანლუიჯი ბუფონის.

მას შემდგომ 9 წელი გავიდა, თუმცა სხვადასხვა მიზეზთა გამო ლევანმა მასზე გაცემული ავანსები დღემდე ვერ გაამართლა. ამაში ალბათ, მთავარი დამნაშავე ხშირი ტრავმიანობაა, რის გამოც ლამის ყოველ სეზონში უხდება ხანგრძლივი პერიოდის გამოცვლა.

9 წელი გავიდა, თუმცა მჭედლიძე ისევ იტალიაში აგორებს ბურთს, თუმცა არა “პალერმოს”, არამედ “ემპოლის” შემადგენლობაში. ტოსკანური გუნდი ახლა წინასასეზონო მზადებას გადის და ბუნებრივია გუნდთან ერთადაა 26 წლის ქართველიც. “ემპოლის” ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს და მჭედლიძეს მისთვის დასამტკიცებელი ნამდვილად ექნება. თანაც, კონკურენტებიც მაღალი დონის ჰყავს – ალბერტო ჯილარდინო, მასიმო მაკარონე და მანუელ პუჩარელი.

მანამდე კი, ლევანს იტალიური ინტერნტეპორტალ pianetaempoli.it-ის ჟურნალისტი ალესიო ჩოკი გაესაუბრა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

- გამარჯობა ლევან! როგორ შეაფასებდი შეკრების პირველ დღეებს?

- ძალიან პოზიტიურად. ჩვენ ვმუშაობთ იმისათვის, რომ აღვიდგინოთ ის ფორმა, რომელიც გასულ სეზონში გვქონდა. ვვარჯიშობთ ძალიან ინტენსიურად, ამასთან სესტოლაში კარგი გარემოა შექმნილი, რაც გვეხმარება კარგად მუშაობაში.

- მარტუსკიელო ამ სეზონიდან მთავარი მწვრთნელი იქნება. როგორ შეეწყვეთ ახალ ხელმძღვანელს?

- დიახ, ეს არის მისთვის პირველი წელი, მაგრამ მას საკმაო გამოცდილება გააჩნია და მაღალი დონის სპეციალისტია. იგი ჩვენთან დიდი ხანია და კარგად იცნობს ჩვენს შესაძლებლობებს. მარტუსკიელო არ შეცვლილა, მიუხედავად იმისა, რომ პასუხისმგებლობა გაეზარდა. ჩვენ მას უნდა მოვუსმინოთ და გავითავისოთ მისი მოთხოვნები – ესაა სამუშაო, რომელსაც ძალიან კარგად ვიცნობთ.

- ყოველ ზაფხულს ამბობენ: “ეს ლევანი წელი იქნება” – წელს მართლა იქნება ლევანის წელი?

- მივხვდი ასე რატომაც ამბობენ – შარშან მქონდა პრობლემები, რადგან ტრავმის გამო ბევრი გამიცდა, მაგრამ წელს იმედი მაქვს, რომ ყველაფერი განსხვავებულად იქნება. მე უკვე 26 წლის ვარ, შესაბამისად, არც ახალგაზრდა და მოვიდა მომენტი, როცა რაღაც მნიშვნელოვანი უნდა გავაკეთო ჩემთვის, მაგრამ განსაკუთრებით ამ გუნდისთვის, რომელმაც უნდა მიაღწიოს ისტორიულ მიზანს.

- “ემპოლიში” მოვიდა ალბერტო ჯილარდინო. რამდენადაა ეს სტიმული კონკურენციის თვალსაზრისით?

- რა თქმა უნდა, არის. ჯილარდინო დიდი თავდამსხმელია, მსოფლიოს ჩემპიონი გახლავთ, მაგრამ განსაკუთრებით დიდებული ადამიანი. როდესაც გუნდში ჯანსაღი კონკურენციაა, ეს მხოლოდ კარგია, რადგან უკეთესად იზრდები ასეთ დროს, როგორც ფეხბურთელი – დღიდან დღემდე. მე კმაყოფილი ვარ იმით, რომ იგი ჩვენს ჯგუფს შეუერთდა.

- მიზანი, როგორც თქვით, არგავარდნაა ზედიზედ მესამედ. როგორ ფიქრობთ, შეძლებთ ამას?

- დიახ, რა თქმა უნდა. ამას ვამბობ ძალიან მშვიდად. სხვა რამის თქმა არ შემიძლია – ჩვენ ვართ ძლიერი გუნდი და ბოლო ორი წლის განმავლობაში დავიმატეთ მაღალი დონის ფეხბურთელები.

- და ბოლოს ლევან, არასდროს გიფიქრიათ ამ მაისურის შეცვლაზე?

- არა, არასდროს მიფიქრია. ბევრი იმედგაცრუება გადამხდა თავს და ხშირად ტრავმირებული ვიყავი, მაგრამ მე თავში მხოლოდ “ემპოლი” მიტრიალებს და ამიტომაც მინდა, ჩემი შესაძლებლობები აქ გამოვავლინო – ეს არის ადგილი, სადაც მინდა, რომ დავამტკიცო რა შემიძლია.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
0.11249
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X