თბილისის "დინამოს" თავდამსხმელი გიორგი ქვილითაია, რომელმაც სომხურ "ალაშკერტს" პირველ მატჩში გოლიც გაუტანა, აღნიშნავს, რომ ხვალ რთული თამაში იქნება. თუმცა, იქვე დაამატა - ჩვენ "ალაშკერტზე" ძლიერი მეტოქეების დამარცხებაც შეგვიძლიაო.
"ვეცდებით ეს უპირატესობა გამოვიყენოთ და შემდეგ ეტაპზე გავიდეთ. მართალია, ორბურთიანი უპირატესობით მოვიგეთ, მაგრამ მაინც რთულ თამაშს ველოდებით. ტრავმირებული ფეხბურთელები უკვე დაგვიბრუნდნენ. ამ "დინამოს" შესწევს ძალა, რომ უფრო შორს წავიდეს", - თქვა ქვილითაიამ.
სპეციალურად WORLDSPORT.GE-სთვის სოფო ერქვანია ერევნიდან