ფეხბურთი

12:52 | 14.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

ფიფას განახლებული რეიტინგი: +19 საქართველოს, +15 უელსს

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ფიფას რეიტინგში ბოლო ერთი თვის მონაცემებით პოზიცია გაიუმჯობესა. “ჯვაროსნები” განახლებულ რეიტინგში 19 პოზიციით დაწინაურდნენ - 137-დან 118-ე ადგილზე გადაინაცვლეს, ქულათა მარაგი კი 260-დან 318-მდე გაზარდეს. განვლილ თვეში ვლადიმირ ვაისის დამოძღვრილმა საქართველოს ნაკრებმა ორი ამხანაგური მატჩი გამართა - 1:5 წააგო რუმინეთთან, ხოლო ესპანეთთან ისტორიული გამარჯვება მოიპოვა - 1:0.

ფიფას რეიტინგს სათავეში ისევ არგენტინის ნაკრები უდგას, მერვედან მეექვსე პოზიციაზე გადაინაცვლა ევროპის ახალმა ჩემპიონმა პორტუგალიის ნაკრებმა. სიმბოლურია, რომ პორტუგალიელებმა ადგილი ესპანეთის ნაკრებს გაუცვალეს, რომელსაც ევრო2016-ზე კონტინენტის ჩემპიონის ტიტული ჩამოართვეს. ათეულს დაუბრუნდა ევროპირველობის ფინალისტი საფრანგეთის ნაკრები. დეშამის გუნდმა 10 პოზიციით გაიუმჯობესა მდგომარეობა და ახალ რეიტინგში მეშვიდეა.

ათეულს იტალია აბოლოებს, რომელმაც ორი პოზიციით წაიწია წინ. მსოფლიოს საუკეთესო ნაკრებთა ათეულს მიუახლოვდა მუნდიალის შესარჩევში საქართველოს ერთ-ერთი მეტოქე უელსის ნაკრები - ახლახან დასრულებული ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალისტები 15 პოზიცით დაწინაურდნენ და ამჟამად მე-11 ადგილზე იმყოფებიან.

აქვე, რეიტინგის საუკეთესო ათეული და მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში საქართველოს მეთოქეთა (უელსი, ავსტრია, ირლანდია, სერბეთი, მოლდოვა)პოზიციები:

1. არგენტინა - 1585

2. ბელგია - 1401

3. კოლუმბია - 1331

4. გერმანია - 1319

5. ჩილე - 1316

6 (+2). პორტუგალია - 1266

7 (+10). საფრანგეთი - 1189

8 (-2). ესპანეთი - 1165

9 (-2). ბრაზილია - 1156

10 (+2). იტალია - 1155

...

11 (+15). უელსი - 1137

21 (-11). ავსტრია - 875

31 (+2). ირლანდია - 768

47 (+7). სერბეთი - 576

118 (+19). საქართველო - 318

166 (-7). მოლდოვა - 151

რეიტინგი სრულად

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11412