ფეხბურთი

20:07 | 13.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბერტრანდმა "საუთჰემპტონთან" თანამშრომლობა გააგრძელა

ინგლისის ეროვნული ნაკრების მარცხენაფლანგელმა რიან ბერტრანდმა "საუთჰემპტონთან" კონტრაქტი 5 წლით გაახანგრძლივა. აღნიშნული ინფორმაცია "წმინდანების" ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

ფეხბურთელი კლუბს "ჩელსიდან" 2015 წლის თებერვალში შეუერთდა. გასულ სეზონში 35 მატჩში რიანმა 1 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა. ინგლისის ეროვნულ გუნდში ბერტრანდმა 9 მატჩი ჩაატარა, ფლანგელი ევროპის ჩემპიონატზეც იმყოფებოდა, თუმცა მხოლოდ სლოვაკეთთან შეხვედრაში გაისარჯა.

0.111426