ფეხბურთი

1:51 | 13.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

კიტეიშვილი: "პირველი გოლის შემდეგ მეტოქე გავტეხეთ"

სომხეთის ჩემპიონ “ალაშკერტთან” ანგარიში ოთარ კიტეიშვილმა გახსნა ლამაზი გოლით. ეს მეორე ტაიმის დასაწყისში მოხდა, “დინამოს” ნახევარმცველიც მოედანზე ახალი შესული იყო. კიტეიშვილმა მატჩისშემდგომ თამაში შეაფასა და აღნიშნა, რომ ჯერ გარკვეული არაფერია და ყველაფერს საპასუხო შეხვედრა გადაწყვეტს.

“ცუდად დავიწყეთ თამაში და რთული მატჩი გამოვიდა. მეორე ტაიმში, პირველი გოლის მერე მეტოქე გატყდა. თუმცა, მათაც ჰქონდათ გოლის გატანის შანსი და ასე რომ მომხდარიყო, ცუდი იქნებოდა. ჩემი აზრით, ყველაფერი საპასუხო თამაშში გადაწყდება და ვეცდებით შემდეგ ეტაპზე გავიდეთ”, - განაცხადა მატჩისშემდგომ კიტეიშვილმა.

0.062703