ფეხბურთი

13:19 | 12.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

ანრიმ “არსენალი” დატოვა

ლონდონის “არსენალის” ლეგენდამ ტიერი ანრიმ ინგლისური კლუბის ახალგაზრდული გუნდების კურატორის თანამდებობა დატოვა. ბრიტანულ საინფორმაციო საშუალებებში ამის მიზეზად ანრისა და “მეთოფეთა” მთავარ მწვრთნელს არსენ ვენგერს შორის უთანხმოება სახელდება.

ერთი ვერსიით, ანრის სურდა დამოუკიდებელი სამწვრთნელო საქმიანობა დაეწყო და “არსენალის” 18-წლამდელთა გუნდს ჩადგომოდა სათავეში, რაზეც კატეგორიულ წინააღმდეგობას ვენგერის მხრიდან წააწყდა. ფრანგი სპეციალისტი თანამემამულისგან მოითხოვდა Sky Sports-ი დაეტოვებინა, სადაც ტიერი ექსპერტად მუშაობს და ბრიტანულ ტელევიზიებში ყველაზე მაღალანაზღაურებადი საფეხბურთო ექსპერტია - წელიწადში დაახლოებით 5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. ლეგენდარული ფეხბურთელი თანახმა იყო “არსენალის” ასაკობრივ გუნდში უხელფასოდ ემუშავა, თუმცა ვენგერი ამ ორ სამსახურს შეუთავსებლად მიიჩნევს.

მეორე ვერსიით კი, არსენ ვენგერი ტიერი ანრის მხრიდან საინფორმაციო საშუალებებში მისი მისამართით გამოთქმული კრიტიკით დაიღალა და ეს მხოლოდ საბაბი იყო, რომ ის კლუბიდან მოეშორებინა. არადა, თავის დროზე სწორედ ლონდონელთა მთავარი მწვრთნელი იყო “არსენალში” ყოფილი შეგირდის დაბრუნების ინიციატორი და მას მომავალ მემკვიდრედაც კი ასახელებდა.

0.104056