სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

0:45 | 8.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

"ატლეტიკომ" ახალგაზრდა პორტუგალიელი დაიმატა

პორტუგალიის 21-წლამდელთა ნაკრების წევრი და აწ უკვე "ფერეირას" შემტევი დიეგუ ჟოტა კარიერას მადრიდის "ატლეტიკოში" გააგრძელებს. როგორც ესპანური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, 19 წლის ფეხბურთელმა ახალ გუნდთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

დიეგუ პორტუგალიურ კლუბის მთავარ გუნდში 2015 წლის იანვარში დააწინაურეს. გასულ სეზონში შემტევმა 35 მატჩში 14 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.112514