სხვა

15:35 | 30.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

შალვა გოგოლაძემ მოკრივეებს ევროპირველობაზე მოპოვებული წარმატება მიულოცა

30 ივნისს, სამინისტროში, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძემ ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნებულ ჭაბუკ და ახალგაზრდა მოკრივეთა ნაკრებები მიიღო და ევროპირველობაზე მოპოვებული წარმატება მიულოცა.

ჟურნალისტებთან შეხვედრას ესწრებოდნენ სპორტის პოლიტიკისა და მართვის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე და კრივის ფედერაციის ხელმძღვანელობა.

ახალგაზრდულმა ნაკრებმა ანაპაში, 6-14 ივნისს გამართულ კონტინენტის პირველობაზე 1 ოქროს, 2 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ჩემპიონი ესკერხან მადიევი (64 კგ) გახდა, ვერცხლის მედლები სახილ ალახვერდოვმა (49 კგ) და ოთარ ნავერიანმა (56 კგ) მოიპოვეს, ხოლო ბრინჯაო გიორგი ჭიღლაძეს (+91 კგ) ერგო. ახალგაზრდული ნაკრები, რომელსაც ბეჟან ჭიჭინავა წვრთნის, მე-2 გუნდურ ადგილზე გავიდა.

უნგრეთში, ქალაქ კაპოსვარში 18-26 ივნისს გამართულ ჭაბუკთა ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა სპორტსმენებმა ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ჩემპიონი ლექსო ხასაია (52) გახდა, ვერცხლი ალეკო ყიფიანმა (54 კგ) დაისაკუთრა, ბრინჯაო კი – ზურაბ მენაბდიშვილმა (66 კგ). შალვა დუნდუას გაწვრთნილმა გუნდმა მე-5 გუნდური ადგილი მოიპოვა.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

0.11756