ჭადრაკი

14:49 | 21.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

მოჭადრაკეები ერთმანეთს “ფიშერის ჭადრაკში” ეჯიბრებიან

დაძაბულად მიმდინარეობს მაია ჩიბურდანიძის თასის გათამაშების მეორე ეტაპი “ფიშერის ჭადრაკში”. შეგახსენებთ, რომ ასპარეზობის მეორე წრეს ლეგენდარული ჩემპიონის მშობლიური ქალაქი ქუთაისი მასპინძლობს.

პირველ სათამაშო დღეს მონაწილეებმა 4-4 პარტია ითამაშეს. შესანიშნავად ითამაშა მერაბ გაგუნაშვილმა, რომელმაც 4-ვე პარტია მოიგო და სატურნირო მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა.

3-3 პარტია მოიგეს და მხოლოდ ერთ შეხვედრაში დაზავდნენ გიგა ყუფარაძე და ლევან ფანცულაია. საწყისი დღის შემდეგ, მასპინძელთა წარმომადგენელი ყუფარაძე დიდი ინტერვალით ინარჩუნებს პირველობას. მის ანგარიშზე 39 ქულაა.

ქალთა შორის 33 ქულით პირველობას ქართული ჭადრაკის ლიდერი ნანა ძაგნიძე ინარჩუნებს.

შეგახსენებთ მონაწილეებს მოგებაზე 3 ქულა ეწერებათ, ფრეზე – 1, ხოლო წაგებაზე 0 ქულაა.

ქალები:

I ადგილი – ნანა ძაგნიძე – 27 ქულა (MAIA CHESS –დაგროვილი ქულა) +3+1+1+1=33 ქულა

II ადგილი - სოფო ხუხაშვილი – 26 ქულა (MAIA CHESS – დაგროვილი ქულა) +3+1+1+0=31

III ადგილი – ნინო ხომერიკი – 20 ქულა (MAIA CHESS – დაგროვილი ქულა) +3+0+=0+3=26

IV-V ადგილი – სალომე მელია – 22 ქულა (MAIA CHESS – დაგროვილი ქულა) +1+0+0+1=24; სოფო გურამიშვილი – 16 ქულა (MAIA CHESS – დაგროვილი ქულა) +3+1+1+3=24

VI ადგილი – მერი არაბიძე – 18 ქულა (MAIA CHESS – დაგროვილი ქულა) +3+1+0+1=23

VII ადგილი – ნინო ხურციძე – 15 ქულა (MAIA CHESS– დაგროვილი ქულა) +1+1+0+0=17

VIII ადგილი – მაია ლომინეიშვილი – 11 ქულა (MAIA CHESS – დაგროვილი ქულა) +3+1+1+1=17

ვაჟები:

I ადგილი – გიგა ყუფარაძე – 29 ქულა (MAIA CHESS – დაგროვილი ქულა) +3+3+1+3=39

II ადგილი – ლევან ფანცულაია – 22 ქულა (MAIA CHESS – დაგროვილი ქულა) +1+3+3+3=32

III ადგილი – მერაბ გაგუნაშვილი – 19 ქულა (MAIA CHESS – დაგროვილი ქულა) +3+3+3+3=31

IV ადგილი – მიხეილ მჭედლიშვილი – 19 ქულა (MAIA CHESS – დაგროვილი ქულა) +3+0+0+1=23

V ადგილი – კონსტანტინე შანავა – 20 ქულა (MAIA CHESS – დაგროვილი ქულა) +1+0+0+1=22

VI ადგილი – თორნიკე სანიკიძე – 16 ქულა (MAIA CHESS – დაგროვილი ქულა) +3+1+0+0=20

VII ადგილი – ირაკლი ბერაძე – 13 ქულა (MAIA CHESS – დაგროვილი ქულა) +0+0+0+0=13

VIII ადგილი – ლუკა პაიჭაძე – 9 ქულა (MAIA CHESS – დაგროვილი ქულა) +3+0+0+0=12

0.145117