ფეხბურთი

23:15 | 20.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

საფეხბურთო ტურნირი რუსთავში

20 ივნისს ქ.რუსთავის ცენტრალურ მოედანზე 2000 წელს დაბადებულ ფეხბურთელებს შორის ვიტალი დარასელიას სახელობის თასის ფინალი გაიმართა.

შეხვედრაში ერთმანეთს რუსთავის „რუსთავი“ და მარნეულის „ალგეთი“ დაუპირისპირდნენ. ფინალური შეხვედრა "რუსთავის" გამარჯვებით 4:0 დასრულდა.

თამაშის დასრულების შემდეგ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ფინალისტებს გამარჯვება მიულოცა და თასი გადასცა.

დღესვე რუსთავში აფხაზეთის ღია ჩემპიონატისა და 12 წლამდე ფეხბურთელთა ტურნირის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა, რომელიც აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა.

სფფ-ის პრესსამსახური

0.14489