ფეხბურთი

21:40 | 19.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

დევისმა "საუთჰემპტონთან" გაახანგრძლივა

ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა სტივენ დევისმა "საუთჰემპტონთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა. როგორც "წმინდანების" ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, 31 წლის მოთამაშემ კლუბთან ხელშეკრულება 3 წლით გაახანგრძლივა.

დევისი ინგლისურ გუნდში 2012 წელს "რეინჯერსიდან" გადავიდა. გასულ სეზონში ფეხბურთელმა პრემიერლიგაში 34 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 5 გოლი და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა. ამჯამად სტივენი ევროპის ჩემპიონატზე იმყოფება და ეროვნულ ნაკრებს კაპიტნობს.

0.12103