დასასრულს მიუახლოვდა დიდი კუბელი მოჭადრაკის, მსოფლიოს ექს ჩემპიონ ხოსე რაულ კაპაბლანკას მემორიალი, რომელსაც კუბის დედაქალაქი ჰავანა მასპინძლობს.
ორ წრედ მიმდინარე ტურნირზე, სადაც ექვსი მოჭადრაკე მონაწილეობს, მერვე ტურის პარტიები გათამაშდა. იმის შემდეგ, რაც ასპარეზობის ერთპიროვნულმა ლიდერმა ივანჩუკმა ბრუგოსი დაამარცხა, შეეძლო პირველი ადგილი ვადაზე ადრე გაენაღდებინა, მაგრამ მომდევნო ადგილზე მყოფმა კრივორუჩკომაც მოახერხა გამარჯვების მოპოვება და ივანჩუკის გაჩემპიონების საკითხი მინუმ ერთი ტურით გადაიდო. ივანჩუკს პირველი ადგილის მოსაპოვებლად დარჩენილ ორ ტურში ნახევარი ქულაც ჰყოფნის.
მერვე ტურის შეხვედრათა ტექნიკური შედეგები
ვასილი ივანჩუკი(უკრაინა)_ ლაზარო ბრუგოსი(კუბა) 1:0
იური კრივორუჩკო(უკრაინა)- ზოლტან ალმაში(უნგრეთი) 1:0
ლენიერ დომინგესი(კუბა) - ივან ჩეპარინოვი(ბულგარეთი) 0.5: 0.5
სატურნირო მდგომარეობა რვა ტურის შემდეგ
1.ივანჩუკი 6.0 ქულა
2.კრივორუჩკო 4.5
3.ჩეპარინოვი 4.0
4-5.ალმაში, დომინგესი 3.5-3.5
6.ბრუგოსი 2.0
მეცხრე ტურის შეხვედრათა განრიგი
დომინგესი-კრივორუჩკო
ჩეპარინოვი-ივანჩუკი
ბრუგოსი- ალმაში