ჭადრაკი

23:53 | 15.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

რუსეთმა ჩინეთს ერთი ქულით მოუგო

დასრულდა ჭადრაკში რუსეთისა და ჩინეთის ამხანაგური შეხვედრა, რომელსაც მოსკოვი მასპინძლობდა. თითოეული გუნდი 10 მოჭადრაკით იყო წარმოდგენილი - 5 ვაჟი და 5 ქალი. აქამდე ეს გუნდები 10-ჯერ შეხვედროდნენ ერთმანეთს და საერთო ანგარიში 5:5 იყო.
წლევანდელი შეხვედრა ვაჟებმა ფრედ 12,5:12,5 დაასრულეს, ხოლო ქალებში რუსებმა ერთი ქულით 13:12 დაამარცხეს მეტოქე და საერთო ჯამში მასპინძლებს გამარჯვება მოუტანეს.
ამგვარად, მეთერთმეტე შეხვედრის შემდეგ ანგარიშია 6:5 რუსეთის სასარგებლოდ.

0.116919