18 წლის ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე უზბეკეთის ქალაქ ფერღანაში იმყოფება და ძალებს საერთაშორისო ტურნირში მოსინჯავს, რომლის საპრიზო ფონდიც 25 ათასი დოლარია.
ბოლქვაძე პირდაპირ ძირითად ბადეშია დაშვებული და საწყის რაუნდში მე-7 ნომრად განთესილ იანა სიზიკოვას (რუსეთი) ეთამაშება.
მარიამი წყვილთა შეჯიბრშიც ითამაშებს, სადაც ჩინელ ქსინიუ გაოსთან გახლავთ შეამხანაგებული. ქართველი და აზიელი ჩოგბურთელები მე-3 რეიტინგის მქონე რუსულ დუეტს (მონოვა-სიზიკოვა) გაეჯიბრებიან.