ფეხბურთი

19:17 | 19.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

კიევის “დინამოს” ქვილითაიას შეძენა სურს

უკრაინული საიტების ცნობით, კიევის “დინამოს” გიორგი ქვილითაიას შეძენა სურს. თბილისის დინამოელი ქვილითაია საქართველოს ჩემპიონატის მიმდინარე სეზონის საუკეთესო ბომბარდირია 24 გატანილი გოლით.

ადრე გავრცელდა ცნობა, რომ ქვილითაია თურქულ “ტრაბზონსფორს” სურდა, ახლა კი კიევის “დინამოზეც” არის საუბარი. უკრაინელთა ცნობით, კიეველები ფეხბურთელის სანაცვლოდ ერთი მილიონი ევროს გადახდას აპირებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110362