სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

16:09 | 14.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

“დინამოს” დიდი წარმატების ერთ-ერთ სიმბოლოს მალე დაანგრევენ
ვესტ ჰემი მშობლიურ აპტონ პარკს დაემშვიდობა
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

პარასკევს თბილისის “დინამოს” ევროტრიუმფიდან 35 წელიწადი შესრულდა. დრო გადის, მაგრამ ემოციები არ ნელდება. ისევ ხშირად ვატრიალებთ youtube-ზე მაშინდელ კადრებს და ვტკბებით ნამდვილი ფეხბურთით. თუმცა, ბოლო დროს, ერთი ცოტა სევდიანი ამბავიც შევიტყვეთ: მალე ინგლისური “ვესტ ჰემის” სტადიონს - “აპტონ პარკს” დაანგრევენ, რომელთანაც ქართველებს განსაკუთრებული დამოკიდებულება გვაქვს.

1981 წლის 4 მარტს თბილისის “დინამომ” ლონდონის “აპტონ პარკზე” თასთა თასის პირველ მეოთხედფინალში “ვესტ ჰემი” 4:1 დაამარცხა (VIDEO). ეს არ იყო უბრალო 4:1, ეს იყო ახალი, უძლეველი გუნდის სრულყოფის დასაწყისი. მაშინ მივხვდით, რომ იმ წელს თბილისელებს ევროთასის მოგება შეეძლოთ და მოიგეს კიდეც. “აპტონ პარკი” ერთგვარ წარმატების სიმბოლოდ იქცა იმ ფორმაციის ფანტასტიკური “დინამოსთვის”. თუმცა, ეს არც ბრიტანელებს დავიწყებიათ. სამი დღის წინათ ინგლისური Daily Mail-ის ანალიტიკოსმა, მარტინ სამუელმა დიდი წერილი მიუძღვნა “აპტონის ხსოვნას,” სადაც ბევრი ძველი ამბავი გაიხსენა. სამუელი წერს:”საუკეთესო, ვინც ოდესმე ამ მინდორზე მინახავს, თბილისის “დინამო” გახლდათ, რომელმაც 1981-ის გაზაფხულზე “ვესტ ჰემი” თასების თასის მეოთხედფინალში გაანადგურა. თამაში კარგა ხანს ხურდებოდა, როცა მათმა კაპიტანმა, ჩივაძემ ბურთი საკუთარი საჯარიმოდან წამოიღო და იმხანად მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ მეკარეს, ფილ პარკსს 30 იარდიდან გაუტანა. მერე “ვესტ ჰემმა” 1:4 წააგო, თუმცა სტუმრებს იმხელა უპირატესობა ჰქონდათ, არ გაგვიკვირდებოდა 1:24 რომ დამარცხებულიყო.”

ერთი თვის წინათ, ასევე ინგლისურმა Guardian-მა ვრცელი წერილი მიუძღვნა “დინამოს,” სათაურით: “როგორ აღაფრთოვანა ცივი ომის დროს თბილისის “დინამომ” ბრიტანელი ქომაგები.” ჟურნალისტი კრეიგ მაკკრაკენი წერს: “ვესტ ჰემთან” პირველი მატჩი თბილისელების მასტერკლასად იქცა, ინტელექტუალურმა, მოქნილმა და ჭკვიანმა გუნდმა კონტრშეტევების ისეთი ხელოვნება გვიჩვენა, როგორიც იშვიათად გვინახავს “აპტონ პარკზე”. ასეთი მატჩების ვიდეოჩანაწერები აუცილებლად უნდა შეიტანონ უეფას სამწვრთნელო კურსების პროგრამაში.”

გასულ სამშაბათს პრემიერლიგის შეხვედრაში “ვესტ ჰემმა” “მანჩესტერ იუნაიტედს” 3:2 მოუგო. ეს “ჩაქუჩების” ბოლო მატჩი იყო ლეგენდარულ “აპტონ პარკზე”. მომავალი სეზონიდან ისინი ლონდონის ოლიმპიურ სტადიონზე დაიდებენ ბინას. “აპტონის” მთელი ქონება აუქციონზე გაიყიდება. შემდეგ კი მის ადგილზე საცხოვრებელი კორპუსები აშენდება, რომლებსაც, ჩანაფიქრის მიხედვით, გუნდის რჩეული ფეხბურთელების სახელები დაერქმევა.

ასეთია დროის ცვალებადობა. აბა დავუკვირდეთ: დღეს აღარც თასების თასი არსებობს, როგორც ტურნირი, აღარც სსრკ, აღარც გდრ (“კარლ ცაისს” ვგულისხმობთ), აღარც დიუსელდორფის “რაინშტადიონი”, რომელზედაც ჩვენმა “დინამომ” სანუკვარი თასი აღმართა. მალე “აპტონ პარკსაც” დაანგრევენ...

არადა, “ჩაქუჩები” ამ სარბიელზე 112 წლის განმავლობაში მასპინძლობდნენ მეტოქეებს...

“აპტონზე” (ქომაგები მას “ბოლეინ გრაუნდსაც” ეძახიან) ლონდონელებმა პირველად 1904 წელს ითამაშეს. დროთა განმავლობაში იქაურობა ნამდვილ საფეხბურთო მექად იქცა. სტადიონის წინ ვესტჰემელთა ლეგენდარული კაპიტნის, 1966 წლის მსოფლიო ჩემპიონის, ბობი მურის ქანდაკება დგას, რომელიც თანაგუნდელებს მხრებზე ჰყავთ შესმული. იქვეა ლეგენდარული პაბიც - Boleyn Pub, რომელსაც დიდი გამარჯვებებიც უნახავს და გვარიანი თავპირისმტვრევაც.

“ვესტ ჰემის” ასევე ლეგენდარული თავდამსხმელი, ჯეფ ჰერსტი ამბობს: “ამ მინდორზე ნათამაშებ მატჩებს განსაკუთრებული, სხვაგვარი დატვირთვა აქვს. ტრიბუნებზე საოცარი ატმოსფერო სუფევდა. ბოლოს “აპტონზე” წლეულს თებერვალში ვიყავი, როცა “ჩაქუჩები” “სანდერლენდს” ეთამაშებოდნენ. ბიჭებმა მაიკლ ანტონიოს გოლით მოიგეს. ვბრუნდებოდი უკან და ცრემლები მერეოდა. ხომ ვიცოდი, რომ მალე ეს ყველაფერი მხოლოდ მოგონებებში დარჩებოდა. თუმცა მომავლის იმედიც მაქვს. ამაზე ხშირად ვესაუბრები ხოლმე ქომაგებს. ახლახან ერთ გულშემატკივარს ველაპარაკე, რომელიც 1933 წლიდან დადის “აპტონზე.” ეს კარგად მიანიშნებს თუ რამდენ ამბავს და ისტორიას, სიხარულს და ტკივილს იტევს წინა წლები. სულ კი ასეთი 112-ია.

დრომ მოიტანა და ახლა ოლიმპიურ სტადიონზე უნდა გადავინაცლოთ. რას ვიზამთ, თუ წინსვლა გვსურს, ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ ცვლილებებისთვის. წლევანდელი სეზონი 1986 წლის შემდეგ ყველაზე წარმატებული იყო კლუბისთვის. სლავენ ბილიჩი კარგად მუშაობს. ჩემპიონთა ლიგის ზონამდე ცოტა დაგვაკლდა, თუმცა, იმედია ევროპალიგის საგზურს მაინც მოვიპოვებთ.”

ბოლო მატჩის შემდეგ სტადიონის დახურვა ერთობ ემოციური გამოდგა. იყო ცრემლებიც და გამამხნევებელი ყიჟინაც. ზოგმა სუვენირებად სკამები, ბანერები და ათასგვარი ბრჭყვიალა საგნები წაიღო. სხვები “მანჩესტერის” მიმავალ ავტობუსს დაედევნენ, ქვები და ბოთლები დააყარეს. შედეგად ერთი მინა ჩაუმსხვრიეს. თუმცა საქმეში პოლიცია ჩაერია და ვითარება ძალიან აღარ გართულებულა. მერე მასპინძელთა თავმჯდომარემ, დევიდ სალივანმა სტუმრებს ბოდიში მოუხადა.

ოლიმპიურ სტადიონზე “კოსმეტიკური რემონტი” უკვე დაიწყო. შავ-თეთრი ტრიბუნები და სხვა ყველაფერიც მალე ვესტჰემისფერი გახდება.

სხვა მხრივ, ამოსავალი აქაც ფინანსური ამბებია. ოლიმპიური სტადიონი გაცილებით მეტს, დაახლოებით 60 ათას მაყურებელს იტევს (“ბოლეინ გრაუნდი” - 41 ათასს). კლუბის ვიცე-თავმჯდომარის, კარენ ბრეიდის მტკიცებით, სამომავლოდ 52 ათასი სეზონური აბონემენტი უკვე გაყიდულია. და საერთოდ, ახალ სტადიონზე გადასვლა კლუბისთვის სოლიდურობას და ახალ სიმაღლეებს ნიშნავსო.

მალე “აპტონ პარკი” აღარ იარსებებს, მაგრამ ქართველი გულშემატკივრისთვის, ისევე, როგორც “რაინშტადიონი,” ეს სარბიელიც ყოველთვის დარჩება წარმატების სიმბოლოდ, სადაც ჩვენმა “დინამომ” ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო (თუ საუკეთესო არა) მატჩი ჩაატარა.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.1302
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X