ფეხბურთი

19:32 | 3.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

ლესტერელი ენდი კინგის ისტორიული მიღწევა

“ლესტერ სიტის” უელსელი ნახევარმცველი ენდი კინგი ისტორიაში შევიდა. საქმე ისაა, რომ 27 წლის ფეხბურთელი პირველია მათ შორის, ვინც პრემიერლიგა, ჩემპიონშიპი და პირველი ლიგა მოიგო. წამყვანი ხუთი საფეხბურთო ჩემპიონატიდან კი აქამდე პირველი სამი დივიზიონი არავის მოუგია.

კინგმა აღნიშნულ შედეგს “ლესტერის” მაისურით უწია. უელსელმა შუახაზელმა პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში 23 თამაში ჩაატარა და მეტოქეთა კარში ერთი გოლის გატანაც შეძლო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119721