რიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზიანტმა, საქართველოს ხმლით მოფარიკავეთა ნაკრების ლიდერმა სანდრო ბაზაძემ 23-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
მას შემდეგ, რაც სანდრომ წარმატებით გაიარა საკვალიფიკაციო ეტაპი, ასევე ოსტატურად ჩაატარა გადამწყვეტი შეხვედრები. ქართველმა სპორტსმენმა ნახევარფინალში დაძაბულ ბრძოლაში ანგარიშით 15:13 დაამარცხა რუსი ალექსანდრ ტრუშაკოვი, ფინალში კი ხუთქულიანი უპირატესობით აჯობა იტალიელ ფრანჩესკო დ’არმიენტოს – 15:10.
ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში მოპოვებული ეს ტიტული მესამეა სანდრო ბაზაძის კარიერაში. მან ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი 2013 და 2014 წლებშიც მოიგო.
www.geonoc.org.ge