ფეხბურთი

20:00 | 20.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

“დინამომ” ლამაზი გოლებით ფინალისკენ გაიწია

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის პირველ ნახევარფინალურ მატჩში თბილისის “დინამომ” საჩხერის “ჩიხურა” დამაჯერებელი ანგარიშით 3:0 დაამარცხა და ფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.

“დინამო არენაზე” გამართული შეხვედრის პირველი ტაიმი მასპინძელებმა ვახტან ჭანტურიშვილის ეფექტური გოლით მოიგეს. დინამოელები მიღეწულზე არც შესვენების შემდეგ შეჩერებულან, ასევე ლამაზი გამოვიდა მასპინძელთა მეორე გოლი, რომელიც 57-ე წუთზე ჯაბა ჯიღაურმა ჩაიწერა საკუთარ ანგარიშზე. თანაგუნდელებს არც გიორგი ქვილითაია ჩამორჩა, მიმდინარე ეროვნული ჩემპიონატის ბომბარდირი 62-ე წუთზე კარგად გაერკვა საჩხერელთა საჯარიმოში და სამამდე გაზარდა თავისი გუნდის უპირატესობა.

ამგვარად, “დინამომ” სრულფასოვანი რევანში აიღო ჩემპიონატის განვლილ ტურში საჩხერეში განცდილი მარცხისთვის (0:1) და თასის ნახევარფინალის საპასუხო შეხვედრას, რომელიც 5 აპრილს გაიმართება, სოლიდური ფორით ხვდება.

შეგახსენებთ, რომ დღესვე, ნახევარფინალის მეორე წყვილში თბილისის “ვიტ ჯორჯია” და ბოლნისის “სიონი” დაზავდნენ - 2:2.

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი

1/2-ფინალური ეტაპის პირველი მატჩი. 20 აპრილი. თბილისი. “დინამო არენა”

დინამო (თბილისი) - ჩიხურა (საჩხერე) 3:0 (1:0)

დინამო: ბეგაშვილი, გველესიანი (46. ლობჟანიძე), ფერეირა, ამისულაშვილი, თევზაძე, პარუნაშვილი, ჭანტურიშვილი, კიტეიშვილი, ჯიღაური, იაშვილი (77. ალვარო), ქვილითაია

მწვრთნელი: იურაი იარაბეკი

ჩიხურა: ჰამზიჩი, ჩიკვაიძე (56. კირკიტაძე), შ. კაშია, კორიფაძე, კუჭუხიძე, განუგრავა, მეგრელიშვილი, გაბაძე (46. დეკანოიძე), ჭეჭელაშვილი (46. ლოვრეჩიჩი), რეხვიაშვილი, ვუკასოვიჩი

მწვრთნელი: სოსო ფრუიძე

გოლები: 1:0 ჭანტურიშვილი (15), 2:0 ჯიღაური (57), 3:0 ქვილითაია (62)

გაფრთხილება: გველესიანი (6), ქვილითაია (51), იაშვილი (54) - კირკიტაძე (90)

მსაჯი: ლ. სილაგავა

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.199556