ფეხბურთი

14:00 | 20.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

"ლესტერმა" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საგზური გაინაღდა

პრემიერლიგის 34-ე ტურში "მანჩესტერ სიტიმ" "ნიუკასლთან" ფრედ 1:1 ითამაშა, რაც იმას ნიშნავს, რომ "ლესტერმა" 2016/17 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საგზური გაინაღდა.

ინგლისის ჩემპიონატის დასრულებამდე 4 ტურით ადრე "მელიებს" 73 ქულა გააჩნიათ და "ქალაქელებს" 12 ქულით უსწრებენ. ლონდონის "არსენალს" ერთი თამაშით ნაკლები აქვს და მოგების შემთხვევაში კლაუდიო რანიერის გუნდთან სხვაობას 10 ქულამდე დაიყვანს, მეოთხე პოზიაციაზე კი მანუელ პელეგრინის გუნდი გადაინაცვლებს.

მიუხედავად აღნიშნული ქულებისა, "სიტი" და "არსენალი" ერთმანეთს პრემიერლიგის 37-ე ტურში ხვდებიან, ასე რომ "ლესტერის" მომდევნო 4 მატჩში მარცხის შემთხვევაშიც რანიერის გუნდი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მაინც ითამაშებს.

0.110982