ფეხბურთი

13:03 | 6.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა 200-იანთა კლუბში გაწევრიანდა

ესპანელი სპეციალისტი პეპ გვარდიოლა გახდა მეხუთე მწვრთნელი, რომლის გუნდებმაც ჩემპიონთა ლიგაზე 200 გოლის გატანა მოახერხეს. ინფორმაციას Infostrada Sports-ი ავრცელებს.

მიუნხენის "ბაიერნმა" "აიანს არენაზე" ლისაბონის "ბენფიკა" 1:0 დაამარცხა. სწორედ არტურო ვიდალის გოლი აღმოჩნდა მე-200 გვარდიოლასთვის.

ესპანელზე უკეთესი შედეგი ჟოზე მოურინიოს (234), კარლო ანჩელოტის (241), არსენ ვენგერს (270) და სერ ალექს ფერგიუსონს (326) აქვთ.

გერმანულ გრანდამდე გვარდიოლა კატალონიის "ბარსელონას" წვრთნიდა. პეპის სამწვრთნელო კარიერა 2008 წლიდან დაიწყო და ზემოთნახსენებ მის ოპონენტებს 8 წელზე მეტი სამწვრთნელო სტაჟი აქვთ.

0.113035